APTOS – The First Green Company in Georgia

Date 14 November 2023

In today's world, where fossil fuels emit harmful gases, polluting the air and contributing to climate change, green energy policies offer the sole viable solution. 

Though Georgia has been actively developing its renewable energy sector, especially in hydropower and solar energy, the country is still not significantly advanced in the production of renewable energy and its distribution. The majority of corporate businesses and households continue to rely on outdated and environmentally harmful methods for generating electricity.


Aptos, a company that has always been a proponent of green politics, became the first in Georgia to embrace this method of energy production. Until February 2022, Aptos relied entirely on Energo-Pro Georgia for energy needs. However, their supply was insufficient for our operations, necessitating additional sources. The decision - made by the head of the administration department Temur Patsia and the technical director Pierantonio Bianco - to install micro-generation stations to address the deficit, reduce our reliance on imported energy. 


In August 2021, with the assistance of Helios Energy, we successfully installed 925 solar panels across our enterprise, spanning over 2,300 square meters. The project which fully complies with ISO 26000 social responsibility standards yielded impressive outcomes. By generating 70% of our electric energy from solar sources, we not only significantly reduced our energy expenses (monthly costs decreased by more than 10,000 GEL) but also reaffirmed our commitment to the path of sustainability. This achievement has motivated us to put more effort in reaching our ultimate goal – complete transition to green energy generation.


Aptos has no direct connection to the green energy production industry. Since 1996, we have been operating in the field of aesthetic medicine, selling our flagship product, the barbed thread, in over 50 countries. Aptos, recognized for its superior quality and extensive experience, became the first Georgian company to be awarded the CE (Conformité Européene) trademark for a medical product. Our global achievements motivate us to think more globally, with a primary focus on transitioning to green energy generation as a key goal in our current agenda. 

Both top management of Aptos and company employees from relevant departments like administration and engineering were engaged to the project from the its initiation to completion. Helios Energy conducts a comprehensive inspection every six months, alongside daily systematic monitoring. Furthermore, after the panels were installed on our premises, our employees received detailed training on panel operations, which covered monitoring and management processes extensively.


This project maintains 100% transparency, with all relevant documents, including financial records and reports, stored in the company's documentation archive. Private and public companies, as well as students from technical schools, frequently visit to witness the solar panel project's scale. Representatives from Tbilisi City Hall's administration have also toured our eco-friendly initiative, serving as a model for other companies. We've conducted meetings with potential solar adopters, offering advice and outlining the benefits of solar panel usage.

This experience proved that even a partial transition to green energy production benefits not only businesses but also society at large. Among the wide range of social advantages are:


  • Environmental Impact: Solar panels generate electricity from an unlimited source - the sun, without emitting greenhouse gases or other pollutants. This process helps reduce air and water pollution and mitigate climate change.
  • Public Health: Decreased air pollution resulting from reduced fossil fuel usage in electricity generation can lead to improved air quality, subsequently reducing respiratory and cardiovascular diseases. This results in lower healthcare costs and a healthier population.
  • Education and Awareness: The adoption of solar energy fosters public awareness about the benefits of renewable energy sources and encourages discussions about sustainable living and environmental responsibility.


By generating their own renewable energy, businesses can reduce their dependence on grid electricity and lower operational expenses over time. While there's an initial cost for purchasing and installing solar panels, a positive ROI (Return on Investment) can be achieved over the system's lifespan. With decreasing solar panel costs and available incentives, the payback period for solar installations has been steadily decreasing.

Furthermore, such actions represent the peak corporate social responsibility, allowing the company to boldly distinguish itself among its competitors as highly responsible. Adopting solar energy can position a business as an innovative leader in its industry, benefiting both the environment and society, both financially and ecologically. Such a forward-thinking commitment to sustainable practices is especially valuable today, as the world grapples with ecological and economic crises.

Additionally, it enhances energy security by reducing reliance on volatile oil and gas sources, and lessens the geopolitical tensions related to energy distribution worldwide.

In essence, green, renewable energy stands as a beacon of global responsibility, offering a sustainable and prudent choice for powering our world. Aptos prioritizes sustainability and actively combats climate change.



აპტოსი - პირველი მწვანე კომპანია საქართველოში


თანამედროვე სამყაროში, სადაც წიაღისეული საწვავისგან გამოყოფილი მავნე აირები კრიტიკულად აბინძურებს ჰაერს და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, მწვანე ენერგო პოლიტიკის გატარება ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გამოსავლად ისახება. 

მართალია საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ამოუწურავი ენერგიის სექტორის გასაუმჯობესებლად - მეტწილად ჰიდრო და მზის ენერგიის მიმართულებით - თუმცა ქვეყანა ჯერ მაინც ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე მსგავსი ენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის მხრივ. მსხვილი ბიზნესიცა და სამოსახლო სექტორიც ენერგიის გამოსამუშავებლად დღემდე მიმართავს დრომოჭმულ და გარემოსთვის საზიანო მეთოდებს.


აპტოსი ყოველთვის იყო მწვანე ენერგო პოლიტიკის მომხრე და გასაკვირი არაა, რომ სწორედ ის გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ენერგიის გამომუშავების ამ გზას გაჰყვა. 2022 წლის თებერვლამდე აპტოსი სრულიად იყო დამოკიდებული Energo-Pro Georgia-ს მიერ მოწოდებულ ენერგიაზე. თუმცა ეს ენერგია სრულად მაინც ვერ წვდებოდა კომპანიისთვის საჭირო მოთხოვნა-საჭიროებებს. ამიტომაც აპტოსის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა თემურ ფაციამ და ტექნიკურმა დირექტორმა პიერანტონიო ბიანკომ გადაწყვიტეს მცირე ენერგო-გენერატორების დამონტაჟება, რათა ამოევსოთ ენერგო-დეფიციტი. 


2021 წლის აგვისტოში, კომპანია Helios Energy-სთან თანამშრომლობით, აპტოსის საწარმოს ტერიტორიაზე დავამონტაჟეთ 925 მზის პანელი, ავითვისეთ რა 2300 კვადრატული მეტრი ენერგიის გამოსამუშავებლად. ამ პროექტმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ISO 26000 სტანდარტებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, თავიდანვე მოიტანა გასაოცარი შედეგი; კომპანიისთვის საჭირო ელექტროენერგიის 70%-ს უკვე გამოვიმუშავებთ მზისგან, ამან კი არამხოლოდ შეგვიმცირა ყოველთვიური კომუნალური ხარჯები სულ მცირე ათი ათასი ლარით, არამედ, რაც მთავარია, დაგვიდასტურა არჩეული გზის, მწვანე ენერგო პოლიტიკისადმი ერთგულების მართებულობა. ამ მიღწევამ მოტივაცია მოგვცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გავიღოთ შესაბამისი მიმართულებით და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - სრულ გადასვლას მწვანე ენერგო წარმოებაზე.  

აპტოსს პირდაპირი კავშირი არ აქვს ამოუწურავი ენერგიის მწარმოებელ ინდუსტრიასთან. ჩვენ 1996 წლიდან ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით ვოპერირებთ და საფირმო პროდუქტს - კბილანებიან ძაფებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. უმაღლესი ხარისხისა და გამოცდილების გამო, აპტოსი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელსაც CE (Conformité Européene) მიენიჭა სამედიცინო პროდუქტზე. გლობალური წარმატება მოტივაციას გვაძლევს კიდევ უფრო გლობალურად მასშტაბზე ვიფიქროთ, ამიტომაცაა რომ სრულიად მწვანე ენერგოწარმოება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენს დღის წესრიგში. 


აპტოსის მმართველი კაბინეტიცა და სხვადასხვა დეპარტამენტის (იქნება ეს ადმინისტრაცია თუ ინჟინერია) თანამშრომლები ჩართულები არიან ამ პროექტში, მისი ჩასახვიდან დასრულებამდე. ყოველდღიურ მონიტორინგზე პასუხისმგებელია Helios Energy, რომელიც ასევე უზრუნველყოფს წელიწადში ორჯერ პროექტის სრულ ინსპექციას. მათივე ჩართულობით, პანელების დამონტაჟების შემდეგ, აპტოსის ყველა თანამშრომელმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი და მიიღო ინფორმაცია პროექტის მეთვალყურეობის, პანელების სამუშაო სისტემისა თუ ზოგადად მწვანე ენერგო პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ. 

პროექტი ყოველ ეტაპზე ინარჩუნებდა სრულ გამჭვირვალობას; ნებისმიერი სახის ფინანსური საბუთი თუ ანგარიში, დაცულია აპტოსის არქივში. პროექტის განვითარებას მუდმივად ადევნებდნენ თვალყურს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო კომპანიის წარმომადგენლები, ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები; ჩვენს ეკო-მეგობრულ ნაბიჯს მხარი დაუჭირა თბილისის მერიამაც, რომლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ასევე მეთვალყურობდნენ პროექტის განვითარებას და მოუწოდებდნენ სხვა კომპანიებს მაგალითი აეღოთ აპტოსისგან. ჩვენც დაუზარებლად ვატარებდით შეხვედრებს კოლეგებთან და პარტნიორებთან, მწვანე ენერგო პოლიტის პოტენციურ დამნერგავებთან, არ ვიშურებდით რჩევებს და მაქსიმალურად ვცდილობდით დაგვეხატა სრული სურათი, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ამოუწურავი ენერგო წყაროების ათვისება-გამოყენებამ. 


ამ გამოცდილებამ დაგვიდასტურა, რომ მწვანე ენერგო პოლიტიკაზე ნაწილობრივი გადასვლაც კი არგებს არამხოლოდ ბიზნესს, არამედ მთელ საზოგადოებას. სოციალური უპირატესობების რამდენიმე მაგალითია:

  • დადებითი ზეგავლენა გარემოზე: მზის ენერგია ამოუწურავი ენერგორესურსიდან, მზიდან იწარმოება, თანაც სითბური აირების გამოყოფისა და გარემოში მავნე ნივთიერებების მოხვედრის გარეშე. ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერისა და წყლის დაბინძურებას და ხელს არ უწყობს კლიმატის ცვლილებას.
  • გავლენა საყოველთაო ჯანდაცვაზე: წიაღისეული საწვავის შემცირებული გამოყენება, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, რაც თავისთავად ამცირებს რესპირატორული და გულსისხლძარღვთა დაავადებების გამოწვევას. შედეგად ვიღებთ სუფთა გარემოსა და ნაკლებ ხარჯს ჯანმრთელობისთვის.
  • განათლება და ცნობიერების ამაღლება: მზის ენერგიის წარმოებაზე გადასვლა, ხელს უწყობს შესაბამისი ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და ახალისებს დიალოგს მწვანე ენერგო პოლიტიკის დანერგვაზე; ეს კი თავისთავად არის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების და მის მიმართ მდგრადი, პასუხისმგებლობიანი მოპყრობის წინაპირობა. 


საკუთარი ენერგიის წარმოებით, ბიზნესი ამცირებს დამოკიდებულებას ირგვლივ გამეფებულ ენერგო წარმოება-დისტრუბუციაზე. მცირდება შესაბამისი ხარჯებიც. მართალია მსგავს წამოწყებაში ჩასადებია საწყისი კაპიტალი - შესაძენია მზის პანელები, საჭიროა მუშახელი მისი მონტაჟისთვის და ა.შ. - თუმცა ამ ხარჯის ამოღება, მწვანე ენერგო პოლიტიკის დანერგვიდან მალევეა შესაძლებელი. მითუმეტეს რომ ბაზარზე მუდმივად კლებულობს მზის პანელების ფასი, რაც შესაბამისად აიაფებს საწყის ხარჯსაც. 

რაც ასევე მნიშვნელოვანია, მსგავსი ნაბიჯები მიიჩნევა კორპორაციული პასუხისმგებლობის მწვერვალად და დამნერგავ კომპანიას საშუალებას აძლევს ცხადად გამოირჩეოდეს თავისი კონკურენტებისგან, სწორედ ამ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის გატარებისთვის. მზის ენერგიის წარმოებაზე გადასვლამ კომპანია თავისუფლად შეიძლება გადააქციოს მოწინავე ინოვატორად საკუთარ სექტორში, რაც სარგებელს მოუტანს მასაც, გარემოსაც და საზოგადოებასაც - როგორც ფინანსურად, ასევე ეკოლოგიურად. მსგავსი წინდახედული პრაქტიკა კი გაცილებით მეტად ფასობს დღეს, როდესაც მსოფლიო ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისშია. 


აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრაქტიკა განაპირობებს ე.წ. ენერგო-დაცულობასაც; დამნერგავი კომპანია აღარ არის დამოკიდებული ბუნებრივი აირისა თუ ნავთობის არამდგრად წყაროებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მსგავსი პრაქტიკა ასევე შეამცირებს იმ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც მსოფლიოში ენერგიის დისტრიბუციითაა გამოწვეული. 

სწორედ ამიტომაა, რომ გლობალური პასუხისმგებლობის მთავარ ინდიკატორად მწვანე, განახლებადი ენერგო პოლიტიკა გადაიქცა. აპტოსისთვის კი პრიორიტეტული სწორედ ისეთი მდგრადი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს არ შეუწყობს მიმდინარე კლიმატის ცვლილებას. 

We use cookies to ensure you get the best experience on our site. Cookies are used to collect information about how visitors use our site. We collect the information to compile reports and to help us improve the site. The cookies collect information in an anonymous form, including the number of visitors to the site, where visitors have come to the site from and the pages they visited. Details.