"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშია განთავსებული.